Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე ისევ აცხადებს, რომ პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული


საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და უმრავლესობის მომავალი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ისევ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც წინ უსწრებდა ოპოზიციური პარტიების ერთ ნაწილის ბრიფინგი პარლამენტში არშესვლის შესახებ.

"პირველი რიგში, კითხვაზე - "რომ იყოს ერთპარტიული პარლამენტი" - პასუხი არის, რომ არ იქნება... ორივე შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" და საპარლამენტო უმრავლესობას ექნება უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რაც არის კონსტიტუციაში გაწერილი", - განაცხადა მან.

კობახიძის ამ კომენტარს წინ უსწრებდა "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" განცხადება. პარტიებში აღნიშნეს, რომ ცესკოში რეგისტრირებულ სიას გააუქმებენ და მანდატებზე უარს იტყვიან. რამდენადაც ცნობილია, მსგავსი პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოსა" და "ლეიბორისტულ პარტიას". "გირჩი" პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" შევა, "მოქალაქეები" კი "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება. საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამს "პატრიოტთა ალიანსსაც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG