Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-ი ბაქოსა და ერევნისგან მოითხოვს სამხედრო დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებას


დენის კრივოშეევი
დენის კრივოშეევი

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ ჩაატარონ გამოძიება სამხედრო დანაშაულების თაობაზე, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ორივე მხარემ ჩაიდინა მთიანი ყარაბაღის რეგიონში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პერიოდში.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა შეისწავლა 22 ვიდეო, რომლებშიც ასახულია „გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის, სამხედრო ტყვეთა და სხვა დაკავებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის და მოწინააღმდეგის სამხედროთა გვამების წაბილწვის შემთხვევები,“ ნათქვამია ორგანიზაციის 10 დეკემბრის განცხადებაში.

Amnesty International-ის თქმით, ორ ვიდეოზე აღბეჭდილია აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ „გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯა თავის მოკვეთით“, ერთზე კი ნაჩვენებია აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის წევრისთვის ყელის გამოჭრა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებმა დაუყოვნებლივ უნდა ჩაატარონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიებები და გამოავლინონ ყველა პასუხისმგებელი,“ განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კვლევითი განყოფილების დირექტორმა დენის კრივოშეევმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG