Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა და 4146 დაინფიცირდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1694-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 18 894 ტესტიდან გამოვლენილია 4146 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 183 099 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2129-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 150 461.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში:

1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36;

2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39;

3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45;

4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38;

5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5450. გარდაცვლილი 37;

6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4321. გარდაცვლილი 42;

7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2501. გარდაცვლილი 36;

8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4673. გარდაცვლილი 36;

9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4734. გარდაცვლილი 38;

10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4570. გარდაცვლილი 43;

11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4146. გარდაცვლილი 37.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG