Accessibility links

site logo site logo

თბილისი ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - გრან სლემს - უმასპინძლებს


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) თბილისის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირს უმაღლეს სტატუსს მიანიჭებს. საქართველოს დედაქალაქში მომავალი წლიდან, გრან პრის ნაცვლად, კიდევ უფრო პრესტიჟული შეჯიბრება - გრან სლემი - გაიმართება.

ინიციატივა IJF-ს ეკუთვნის. სწორედ საერთაშორისო ფედერაციამ მიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ოფიციალური წერილით ერთი კვირის წინ და უკვე ოფიციალური თანხმობაც მიიღო.

ცვლილება საერთაშორისო კალენდარში უახლოეს პერიოდში აისახება და თბილისი გრან სლემს 2021 წლის 28-30 მარტს უმასპინძლებს. სწორედ ამ დღეებში იყო ჩანიშნული თბილისის გრან პრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG