Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად გამოაცხადა ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი


ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად გამოაცხადა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

ჟურნალმა დაწერა, რომ ბაიდენი და ჰარისი 2020 წლის ადამიანად დაასახელა „ამერიკის ისტორიის შეცვლისთვის, იმის ჩვენებისთვის, რომ ემპათიის ძალები უფრო დიდია, ვიდრე დანაწევრების რისხვა“.

ბაიდენს და ჰარისს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ ამაზე საჯარო კომენტარი.

78 წლის ჯო ბაიდენი, რომელიც ორი ვადით იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება, როცა ის თანამდებობას დაიკავებს 20 იანვარს.

ჰარისი გახდება პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი.

თეთრი სახლისთვის ბრძოლაში დამარცხებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განაგრძობს უსაფუძვლო ჩივილს, რომ 2020 წლის არჩევნები მის წინააღმდეგ გაყალბდა და რომ ის არის კანონიერი გამარჯვებული.

2016 წელს, როცა ტრამპმა გაიმარჯვა არჩევნებში, ის გახდა ჟურნალ Time-ის წლის ადამიანი.

Time-ი 1927 წლიდან ასახელებს წლის ყველაზე გავლენიან ადამიანს. ამ წოდებას ჩვეულებრივ ანიჭებენ პიროვნებას, რომელმაც, ჟურნალის თანახმად, „ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ახალ ამბებზე ან ჩვენს ცხოვრებაზე, დადებითი ან უარყოფითი თვალსაზრისით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG