Accessibility links

site logo site logo

2 ადამიანი ემსხვერპლა კახეთში მომხდარ ავარიას


თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი მძიმედ დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა სამარშრუტო მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის ავტომობილი.

ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG