Accessibility links

site logo site logo

ცესკომ გამოაქვეყნა პარტიების სია, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ


ცენტრალური საარჩვნო კომისიის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა განკარგულება, სადაც განსაზღვრულია რომელი პარტიები მიიღებენ ბიუჯეტიდან დაფინანსებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების განაწილების შედეგად. განკარგულების თანახმად, საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს 14 ზღვარდაგადალახული პოლიტიკური პარტიიდან 12, ანუ ყველა, გარდა "გირჩისა" და "მოქალაქეებისა." ამ ორ პარტიას ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის შესაბამისი განაცხადით არ მიუმართავთ. ჯამში ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებისთვის წლიურად 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება - ყველაზე მეტ თანხას "ქართული ოცნება" მიიღებს, ყველაზე ცოტას "პროგრესი და თავისუფლება."

დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე გახდა. ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატების დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაედასტურებინათ უარი პარლამენტის მანდატებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG