Accessibility links

site logo site logo

გასულ დღე-ღამეში, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 642 ადამიანი დააჯარიმეს


გასულ 24 საათში, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პოლიციამ 642 ადამიანი დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 735 ფაქტი გამოვლინდა - მათ შორის, ისინი, ვინც 21-დან 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

  • პირბადის ტარების წესის დარღვევა ჯარიმდება 20 ლარით.
  • კარანტინის წესების დარღვევა ჯარიმდება 2 000 ლარით.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, - აცხადებს შსს და განაგრძობს: „სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG