Accessibility links

logo-print logo-print

შვეიცარიამ ფინანსური აქტივები გაუყინა ლუკაშენკას


შვეიცარიამ ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ფინანსური აქტივები გაუყინა.

შვეიცარიის მთავრობამ 12 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ლუკაშენკას, მის ვაჟს, ვიქტარს და ლუკაშენკას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ 13 სხვა პირს ეკრძალებათ შვეიცარიის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი გავლით მოგზაურობა.

მიიჩნევა, რომ სანქციების სიაში მოხვედრილები კავშირში არიან 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების სასტიკად ჩახშობასთან.

„შვეიცარია ღრმად არის შეშფოთებული მიმდინარე დაძაბულობის გამო და გამოდის ბელარუსის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის მოწოდებით,“ განაცხადა შვეიცარიის მთავრობამ სანქციების გამოცხადებისას.

საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, ზედიზედ მეექვსედ გახდა პრეზიდენტი ლუკაშენკა, რომელიც 26 წელი იმყოება ხელისუფლების სათავეში. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, არჩევნების დღიდან ქვეყანაში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. დაპატიმრებულია 27 ათასზე მეტი ადამიანი. მოიპოვება სარწმუნო ინფორმაცია დემონსტრანტთა წამების შესახებ. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ და ევროკავშირი ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG