Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოპოზიცია აქციას მართავს ბათუმში


ბათუმში გამსახურდიას ქუჩის მონაკვეთი თვეზე მეტია, გადაკეტილია
ბათუმში გამსახურდიას ქუჩის მონაკვეთი თვეზე მეტია, გადაკეტილია

აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიცია საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

გამსახურდიას ქუჩის მონაკვეთი თვეზე მეტია გადაკეტილია. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არ ეთანხმებიან ოფიციალურ შედეგებს. საქართველოს პარლამენტში მოპოვებული მანდატების გარდა, ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლეს საბჭოში მოპოვებულ მანდატებზე.

ადგილობრივი პარლამენტის არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21-დან 7 მანდატი მოიპოვა. უმრავლესობაში კი ისევ „ქართული ოცნებაა“.

ახალარჩეული უმაღლესი საბჭო მომავალ კვირას უნდა შეიკრიბოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ დღეს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას მოაწყობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG