Accessibility links

site logo site logo

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების ორჯერ ჩაშლილი თამაში შეიძლება აღარ გაიმართოს


რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბოლო ტურის შეხვედრები შეიძლება აღარ გაიმართოს და 2020 წლის სეზონი დასრულებულად გამოცხადდეს. თუ ასე მოხდება, საბოლოოდ გაუქმდება საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე ორჯერ ჩაიშალა - პირველად მარტში, ხოლო მეორედ ნოემბერში.

T2Rugby.com-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 დეკემბერს „რაგბი ევროპის“ დირექტორთა საბჭო შეიკრიბება, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მათ შორის, რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის ბოლო ტურთან და მომავალ სეზონთან დაკავშირებით. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეჯიბრებიდან არავინ გავარდება და რაგბი ევროპის ალაფის გამარჯვებული ჰოლანდია რაგბი ევროპის ჩემპიონატს მეშვიდე გუნდად პირდაპირ დაემატება, პლეი ოფის გარეშე.

საქართველოს ნაკრებმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხ ტურში გაინაღდა საჩემპიონო ტიტული და სატურნირო თვალსაზრისით, რუსეთთან მატჩს ბორჯღალოსნებისთვის არანაირი დატვირთვა აღარ ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG