აშშ-ში დაიწყო COVID-19-ის ვაქცინის მიწოდება ვაქცინის გამანაწილებელი ცენტრებისთვის, რათა მომავალ კვირაში დაიწყოს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის კამპანია.
Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინას პირველ რიგში გაუკეთებენ სამედიცინო პერსონალს და ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებთ.
ამჟამად მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 71 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარდაიცვალა 1,6 მილიონი. აშშ-ში COVID-19-ს 300 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
ვაქცინაციის მსურველებს პირველი დოზა ვაქცინის შემდეგ რამდენიმე კვირაში გაუკეთდებათ მეორე დოზა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3 მილიონი ადამიანის აცრა.
აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ხელისუფლებას მოუწევს ქვეყანაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არსებული სკეპტიციზმის დაძლევა.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა უვნებლად მიიჩნევა, თუმცა დიდი ბრიტანეთის რეგულატორმა ძლიერი თანმდევი მოვლენების გამო გამოკვლევა დაიწყო და მოუწოდა ძლიერი ალერგიის მქონე ადამიანებს, თავი შეიკავონ მისი გაკეთებისგან.
კიდევ ერთ ვაქცინას, რომელიც კომპანია Moderna-ს მიერაა შექმნილი, მალე განიხილავს სპეციალისტთა კომისია და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება მისი დაშვება ვაქცინაციისთვის.
დაწერეთ კომენტარი