Accessibility links

site logo site logo

Reuters-ი: ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე


ჰაკერებმა, რომლებიც უცხოეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედებდნე, წვდომა მოიპოვეს შიდა მიმოწერაზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და ფედერალურ სააგენტოს შორის, რომელიც ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ინტერნეტის რეგულირებით არის დაკავებული. ამის შესახებ 13 დეკემბერს იტყობინება Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ ჰაკერებმა სისტემის გატეხვის იგივე მეთოდი გამოიყენეს აშშ-ის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. თუ რომელ სტრუქტურებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, არ იტყობინებიან.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ იციან ჰაკერული თავდასხმების თაობაზე გავრცელებული ცნობების შესახებ და „ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ“. თავად თავდასხმების ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. მაგრამ, როგორც Reuters-ი იტყობინება, უშიშროების საბჭომ ფინანსთა სამინისტროზე თავდასხმას მიუძღვნა სპეციალური სხდომა, რომელიც შაბათს ჩატარდა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელი სახელმწიფო დგას თავდასხმების უკან. მაგრამ, Reuters-ის წყაროების თქმით, ცხადია, რომ თავდასხმა სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდა, ვინაიდან ის ძალზე მაღალ ტექნიკურ დონეზე განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG