Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლის მკვლელობის ბრალდებით 82 წლის კაცი დააკავეს


ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 1938 წელს დაბადებული ო.ა. მკვლელობა თეთრი წყაროში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 14 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თეთრიწყაროში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1933 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა“.

გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. მსგავსი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG