საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების კლების პარალელურად კლების ტენდენცია გრძელდება რეგიონებში, მათ შორის თბილისში. გუშინ ვირუსი 2 720 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს კი ნახევარი 1 337, თბილისში კი 1 240 შემთხვევა 571-მდე შემცირდა.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
- აჭარა - 212;
- იმერეთი - 147;
- ქვემო ქართლი - 168;
- შიდა ქართლი - 48;
- გურია - 16;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 74;
- კახეთი - 41;
- მცხეთა-მთიანეთი - 41;
- სამცხე-ჯავახეთი - 18;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე განმარტა, შაბათ-კვირას ტესტირებაზე ნაკლები ადამიანი მიდის.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 191 063 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3498-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 161 681.
ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 839-მდე გაიზარდა.
დაწერეთ კომენტარი