Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა მოლაპარაკების "მაგიდის აყირავება"


"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხმების გადათვლის შესახებ მათი შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციამ მოლაპარაკების "მაგიდა ააყირავა". მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელჩებს შეხვედრის გადადებაზე თავად აცნობეს.

"პროგრესი იყო ძალინ მნიშვნელოვანი პოზიციების დაახლოების კუთხით, თუმცა, ერთი დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა "მაგიდის აყირავება" და გამოვიდა იმ დროისთვის - მათ უნდოდათ [პარლამენტის] პირველ სხდომამდე ჩაეშალათ მოლაპარაკებები და ამას სამწუხაროდ მიაღწიეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს", - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე ჩანიშნული შეხვედრების მე-5 რაუნდი მოულოდნელად ჩაიშალა. ოპოზიცია ამის მიზეზად ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ასახელებდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს რეგისტრაციიდან შესაძლო მოხსნას უკავშირდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG