Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: კოვიდმა უკვე გადააჭარბა ყველა მთავარ ინფექციურ "მკვლელს"


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელმა წლიურ ჭრილში 4 ყველაზე "მკვლელი" ვირუსის მაჩვენებელს გადააჭარბა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"გლობალურად სიკვდილობამ გადააჭარბა 1,6 მილიონს. ერთი წლის განმავლობაში სიკვდილიანობამ კოვიდით გადააჭარბა ინფექციური დაავადებების მთავარ "მკვლელებს"... პირველი არის ტუბერკულოზი, რომლის მსხვერპლიც ყოველწლიურად 1,6 ათასი ადამიანია, შემდეგ მოდის B და C ჰეპატიტები, შემდეგ მოდის შიდსი და მალარია", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ პირველი ტალღისგან განსხვავებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მაჩვენებელი 7-დან 2,2 პროცენტამდე დაეცა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 839-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG