Accessibility links

logo-print logo-print

თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახზე: მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?!


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მასაც ჰყავს ოჯახი და "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ჟურნალისტები მოტყუებით უვარდებიან სახლში. ასე გამოეხმაურა იგი "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც თავის ოჯახზე თვალთვალზე საუბრობდა.

"ძნელია, თურმე, რომ ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!" - თქვა წულუკიანმა.

მან გვარამია იმ განცხადებების გამო გააკრიტიკა, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მისამართით "მთავარი არხის" ხელმძღვანელმა გაავრცელა:

"ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ მისი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა, სხვა სიტყვა არ შეეფერება, არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. არის ძალიან მძიმე სანახავი, პიროვნულად, ადამიანურად. მას მთლიანად ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება..."

ბოლო რამდენიმე დღეა, გვარამია აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ არ გაუკეთებიათ განცხადებები მისი ოჯახის წევრების მიმართ თვალთვალსა და "მთავარი არხის" მიმართ ხელისუფლების თავდასხმებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG