Accessibility links

site logo site logo

თალიბანის მეომრებმა სულ მცირე 10 სამხედრო იმსხვერპლეს ავღანეთის ჩრდილოეთში


თალიბანის ექსტრემისტებმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 10 წევრი მოკლეს ჩრდილოეთის პროვინცია ყუნდუზში. ამ ინფორმაციას ოფიციალური პირები ავრცელებენ, იმ ფონზე, როცა მთავრობა აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მომავალი თვიდან განახლდება.

თავდასხმა მოხდა პროვინციის იმამ საჰიბის უბანში. მსხვერპლიდან რვა პირი პოლიციელი იყო, ორი - სამხედრო. ოფიციალური პირების თქმით, დაჭრილთა რიცხვი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ბოლო წლებში ყუნდუზი ორჯერ მოექცა თალიბანის კონტროლის ქვეშ. სექტემბრის შემდეგ ავღანეთის მთავრობა და თალიბანის ექსტრემისტები ყატარში მართავენ სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომლის მიზანია ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულება.

მოლაპარაკების მიუხედავად, ავღანეთში კვლავ არის ძალადობის შემთხვევები. სხვადასხვა რაიონში რეგულარული შეტაკებებია, ქაბულში ხდება ბომბებით და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმები.

14 დეკემბერს ავღანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკება მომავალი თვის დასაწყისში განახლდება. მხარეებმა პაუზა აიღეს მას შემდეგ, რაც მიაღწიეს შეთანხმებას პროცედურულ საკითხებზე დიალოგის შესანარჩუნებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG