Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3 წლით დანიშნული 15 მოსამართლე უვადოდ განაწესა


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 15 მოსამართლის უვადოდ განწესების გადაწყვეტილება მიიღო. კენჭისყრა საბჭოში ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შემდეგ გაიმართა. მოსამართლეთა უმრავლესობამ საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის მხარდაჭერა მოიპოვა.

ღია კენჭისყრის შედეგები ასეთია:

1.ივერი აბაშიძე - 14 ხმით
2. იოსებ აბრამიძე - 15 ხმით
3. დარინა აბულაძე - 14 ხმით
4. თათია გოგოლაური- 14 ხმით
5. თინა ვაშაყმაძე - 15 ხმით
6. ნინო თარაშვილი - 15 ხმით
7. იზა კელენჯერიძე - 15 ხმით
8. მაია კვირიკაშვილი - 15 ხმით
9. გოგა კუპრეიშვილი - 15 ხმით
10. სოფიო ლეჟავა - 15 ხმით
11. ლელა მილდენბერგერი - 15 ხმით
12. ირმა ტოგონიძე - 14 ხმით
13. ნათია ტოგონიძე - 15 ხმით
14. ნინო ჩახნაშვილი -14 ხმით
15. ხათუნა ჯინორია - 15 ხმით

აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2018 წლის იანვარში განწესდნენ. ისინი საქმიანობას უვადოდ გააგრძელებენ სამუშაო ადგილებზე. ისინი თბილისის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში საქმიანობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG