Accessibility links

logo-print logo-print

ნიკა გვარამია თეა წულუკიანის განცხადებას მუქარად აღიქვამს


"მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც ის მის ოჯახზე საუბრობდა, მუქარად აღიქვამს. გვარამია წულუკიანის განცხადებას ფეისბუკით გამოეხმაურა.

"ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა, ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის... - ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვმს ჯერ", - აღნიშნავს გვარამია.

დღეს პარლამენტში თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე თვალთვალის შესახებ ჰკითხეს, რის შესახებაც "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ერთ-ერთ ბოლო ეთერში ისაუბრა. პარლამენტის წევრის პასუხი ასეთი იყო:

"ძნელია, თურმე, რომ ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG