Accessibility links

logo-print logo-print

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა


შვეიცარიაში მდებარე უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა. ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლას შემორჩენილი თექვსმეტი გუნდი მერვედფინალში ასე დაწყვილდა:

  • „გლადბახი“ (გერმანია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
  • „ლაციო“ (იტალია) – „ბაიერნი“ (გერმანია)
  • „ატლეტიკო“ (ესპანეთი) – „ჩელსი“ (ინგლისი)
  • „ლაიპციგი“ (გერმანია) – „ლივერპული“ (ინგლისი)
  • „პორტუ“ (პორტუგალია) – „იუვენტუსი“ (იტალია)
  • „ბარსელონა“ (ესპანეთი) – „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)
  • „სევილია“ (ესპანეთი) – „დორტმუნდი“ (გერმანია)
  • „ატალანტა“ (იტალია) – „რეალი“ (ესპანეთი)

მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 2021 წლის 16, 17, 23 და 24 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩები – 9, 10, 16 და 17 მარტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG