Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილმა მოიწვია აჭარის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 


15 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება დღეს, 14 დეკემბერს, გამოსცა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 31 ოქტომბერს.

პროპორციული წესით 5%-იანი ბარიერი გადალახა ორმა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართულმა ოცნებამ" (45.9%-ით) და საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია" (34.%-ით). „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 11 პროპორციული და 3 მაჟორიტარული მანდატი; ხოლო ბლოკმა „ენმ - „ძალა ერთობაშია“ - 7 მანდატი (პროპორციული). ოპოზიცია უარს აცხადებს მანდატებზე. მათი თქმით, არჩევნები გაყალბებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG