Accessibility links

logo-print logo-print

რაგბიში 2023 წლის მსოფლიოს თასზე ბორჯღალოსნები, სავარაუდოდ, მესამე ჯგუფში ითამაშებენ


საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს მომავალ თასზე, დიდი ალბათობით, C ჯგუფში მოხვდება და ჯგუფურ ეტაპზე უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საფრანგეთში გასამართი შეჯიბრების წილისყრას დღეს სწორედ საფრანგეთმა უმასპინძლა.

უკვე ცნობილია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021-2022 წლების გათამაშების საუკეთესო გუნდი C ჯგუფს დაემატება, მეორე ადგილზე გასულ ნაკრებს კი B ჯგუფში მოუწევს თამაში სამხრეთ აფრიკასთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასა და აზია-წყნარი ოკეანიის პლეი ოფის გამარჯვებულთან.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ათწლეულის სტატისტიკის გათვალისწინებით, ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა მდგომ „ბორჯღალოსნებს“ პირველ ადგილზე გასვლა არც მომავალ წლებში უნდა გაუჭირდეთ.

რაც შეეხება დარჩენილ ორ ჯგუფს, A ჯგუფში ითამაშებენ: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია და ამერიკისა და აფრიკის შესარჩევი ტურნირების ჩემპიონები, ხოლო D ჯგუფში - ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთის პირველი და ამერიკის მეორე ნაკრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG