Accessibility links

logo-print logo-print

ოკუპირებულ აფხაზეთში 100-ს მიაღწია COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახსნილ მობილურ ჰოსპიტალში მყოფი პაციენტებიდან 25 მძიმე მდგომარეობაშია.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 7269 შემთხვევა, მათგან 5286 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 100 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG