Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 3800-ზე მეტი ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 44 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1883-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გასულ 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 3837 შემთხვევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გაკეთდა 20 176 PCR და სწრაფი ტესტი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 194 900 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3105-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 164 786.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG