Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისიდან და იმერეთიდან არის​


კორონავირუსით ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისიდან და იმერეთიდან არის.

რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 1 461;
  • აჭარა - 263;
  • იმერეთი - 646;
  • ქვემო ქართლი - 245;
  • შიდა ქართლი - 262;
  • გურია - 100;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404;
  • კახეთი - 254;
  • მცხეთა-მთიანეთი - 90;
  • სამცხე-ჯავახეთი - 86;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 194 900 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 105-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 164 786.

24 საათის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 44 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 883-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG