Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CPJ: 2020 წელს სარეკორდო რაოდენობის ჟურნალისტები აღმოჩნდნენ საპატიმროებში


2020 წელს სარეკორდო რაოდენობის ჟურნალისტები აღმოჩნდნენ საპატიმროებში მაშინ, როცა მთავრობები ცდილობდნენ კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისთვის ხელის შეშლას და სამოქალაქო არეულობების ჩახშობას. ამის შესახებ 15 დეკემბერს განაცხადა ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა კომიტეტმა (CPJ), რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა.

წელს მინიმუმ 274 ჟურნალისტია დაპატიმრებული 1 დეკემბრის მონაცემებით. შარშან ეს მაჩვენებელი 250-ს უდრიდა, ნათქვამია CPJ-ის წლიურ ანგარიშში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1990-იანი წლების დასაწყისის შემდეგ.

წელს ავტორიტარი ლიდერები ცდილობდნენ, კონტროლი დაეწესებინათ პანდემიის გაშუქებაზე. ანგარიშის თანახმად, საამისოდ აკავებდნენ ჟურნალისტებს, რომელთაგან მინიმუმ ორი დაიღუპა პატიმრობისას COVID-19-ით დაავადების გამო.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ჟურნალისტთა დაკავების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა, არის ბელარუსი, სადაც საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG