Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე დელიკატურს უწოდებს ISFED-ის შესახებ გამოძიების შესაძლო დაწყებას


ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "სამართლიანი არჩევნების" საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყება "დელიკატური საკითხია". ამის შესახებ მან ბრიფინგზე მისივე თანაპარტიელის, თეა წულუკიანის განცხადებაზე საუბრის დროს აღნიშნა.

"ცოტა დელიკატური საკითხია, რადგან საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უვე 2 ათეული წელია მუშაობს და აქამდე არ დაფიქსირებულა ისეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი. შესაბამისად, ამას სჭირდება ჩაღრმავება. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის დელიკატური საკითხი, თუ ასეთი რამ განიხილება, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელი ჯგუფის ჩართულობით შეიძლება წარიმართოს. სხვაგვარად არ ივარგებს, რადგან საქმე ეხება ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებულ პროექტს", - განაცხადა მან.

რამდენიმე დღის წინ "სამართლიანმა არჩევნებმა", მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განაცხადა, რომ პარალელური დათვლის დროს ფორმულაში შეცდომა დაუშვეს და რეალურად სხვა მონაცემები უნდა ყოფილიყო. მონაცემები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შეიცვალა და ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG