Accessibility links

site logo site logo

აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს 


თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალური ინსპექცია რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ახორციელებს, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაკავებულია რამდენიმე პირი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანებები მიიღო ქალმა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ სხვა საცხოვრებელი ფართები არ გააჩნიათ და შენობების დანგრევის შემთხვევაში, უსახლკაროდ რჩებიან.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესს განცხადებით ეხმაურება „ღია საზოგადოების ფონდი“. განცხადების თანახმად, იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკაროების ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს:

„მოვუწოდებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში, თვითდახმარების მიზნით აგებული შენობების ნგრევის პროცესი, არ დაარღვიოს ამ შენობებში მცხოვრებელთა საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და უზრუნველყოს ამ ადამიანების ღირსეული საცხოვრისის გარანტიები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG