Accessibility links

logo-print logo-print

11 ადამიანი დაიღუპა რუსეთში ხანდაზმულთა პანსიონატში გაჩენილი ხანძრის შედეგად


11 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ბაშკირეთის რეგიონში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში მომხდარი ხანძრის შედეგად. 4-მა ადამიანმა საკუთარ თავს თავად უშველა მაშველების მოსვლამდე.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი შუაღამეს გაუჩნდა ხით ნაგებ ერთსართულიან კერძო პანსიონატს, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ყოფილა აგებული.

ადგილზე მისულ სახანძრო რაზმს ადგილზე 11 გარდაცვლილი დახვდა.

სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება. რეგიონის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით, გაუფრთხილებლობით ორი და მეტი ადამიანის სიკვდილის დანაშაულის გამოძიების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG