Accessibility links

logo-print logo-print

"სოლიდარობა აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს!" - 18:00 საათზე მერიასთან აქცია იგეგმება


აფრიკის დასახლება.

აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევის გაპროტესტებას აპირებენ დღეს, 18:00 საათზე თბილისის მერიასთან. ორგანიზატორები, რომლებიც „ფეისბუკით" ცდილობენ მოქალაქეების მობილიზებას, აცხადებენ: „დღეს, 6 საათზე, ვიკრიბებით თბილისის მერიის წინ, რათა გავაპროტესტოთ ის სისასტიკე, რასაც ადგილი აქვს აფრიკის დასახლებაში.

სახელმწიფო პოლიციური ძალის გამოყენებითა და მძიმე ტექნიკით სახლებს უნგრევს და პანდემიის პირობებში, ზამთარში უსახლკარობისთვის იმეტებს ჩვენს მოქალაქეებს. ქალაქის მერიის მსგავსი სისასტიკის გაპროტესტება ჩვენი პასუხისმგებლობაა!

გთხოვთ, გავერთიანდეთ სოლიდარობის მიზნით და აფრიკის მოსახლეობის დასაცავად!“

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაკავებულია 8 პირი, მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თავისი მერობის პერიოდში ის თბილისში სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცებას არ დაუშვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG