Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიასთან შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებს


თბილისში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს თბილისის მერიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა. ისინი ამბობენ, რომ შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდაჭერას უცხადებენ მათ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რეალურად არავის სურს საკუთარი ხელით აშენებულ ბარაკში ცხოვრება, მაგრამ ამჟამინდელი საბინაო პოლიტიკა ამ ადამიანებს მძიმე პირობებში ცხოვრების გარდა, სხვა გზას არ უტოვებს. მათი თქმით, რეალურად, ამის საშუალებასაც აღარ აძლევენ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, 16 დეკემბერს გაიმართება კიდევ ერთი აქცია. ისინი დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

აფრიკის დასახლებაში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა თბილისის მერიის მიერ შენობა-ნაგებობების დანგრევას. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თავისი მერობის პერიოდში ის თბილისში სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცებას არ დაუშვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG