Accessibility links

site logo site logo

ბრიუსელში მყოფმა ციხანოუსკაიამ ევროკავშირს ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა


ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია, 15 დეკემბერს ბრიუსელში ჩავიდა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გამართა ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, შეხვდა ასევე ბელგიის პრემიერ-მინსტრს.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დროს ციხანოუსკაიამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს უფრო მეტად დაუჭირონ მხარი ბელარუსს, აქტიური ზეწოლა მოახდინონ ლუკაშენკას რეჟიმზე წერტილოვანი სანქციებით და შეიტანონ სარჩელები ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ, რომელთა მოქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის იურდიულ კლასიფიკაციას ექვემდებარება.



ბრიუსელში გამართულ შეხვედრებში სვიატლანა ციხანოუსკაიას გარდა მონაწილეობდნენ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის სხვა წარმომადგენლები: უფლებათდამცველ ცენტრ „ვიასნას“ ხელმძღვანელი ალიას ბელიაცკი, არხ „ნეხტას“ შემქმნელი სტეფან პუტილა, ოპოზიციის გაერთიანებული საბჭოს პრეზიდიუმის წევრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მარია კალესნიკავას და, ტატიანა ხომიჩი, ვერონიკა ცეპკალა და ოლჰა კოვალჩუკი.

9 ავისტოდან მოყოლებული ბელარუსში რეჟიმის ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები აგრძელებენ საპროტესტო გამოსვლებს ახალი საპრეზიდენტო არჩევების დანიშვნის, რეპრესიების შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით

ოპოზიცია 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ.

აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის გარემოცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG