Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთს სურს აკრძალოს ძალოვანი და მაკონტროლებელი სტრუქტურების თანამშრომელთა ქონების შესახებ ცნობების გამოქვეყნება


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი წაკითხვით მხარი დაუჭირა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების გამოქვეყნების აკრძალვას, მათ შორის აკრალვა ვრცელდება სამართალდამცველი, მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომელთა და სამხედრო მოსამსახურეთა ქონების შესახებ ცნობების გამოქვეყნებაზე.

შესაბამისი შესწორების შეტანა იგეგმება „სახელმწიფოს მხრიდან მოსამართლეების, სამართალდამცველი და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირთა დაცვის შესახებ“ ფედერალურ კანონში.

აქამდე მოქმედ კანოში არის ჩანაწერი, რომელიც მსგავსი ცნობების გამოქვეყნებას კრძალვას იმ შემთხვევაში, თუ მათი გამჟღვანება საფრთხეს უქმნის სამსახურებრივი მოვალეობის პროცესში მყოფი კონკრეტული პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ცნობების გამოქვეყნება უკანონო იქნება სიცოცხლისათვის უშუალო საფრთხის არსებობის გარეშეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG