Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: მხოლოდ მინიმალურად გახსნის მომხრე ვართ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ის მომხრეა საახალწლო დღეებში შეზღუდვები მხოლოდ მინიმალურად მოიხსნას. ამის შესახებ მან სკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა.

"ჩვენ ვართ ძალიან რადიკალური, ჩვენ ძალიან მინიმალური გახსნის მომხრე ვართ. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს. თუ ჩვენ ყველაფერს გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად. პირდაპირ გეტყვით, გაგვეზრდება ინფიცირების მაჩვენებელი 5-6 ათასზე და მეტზე და შემდეგ პროცენტი იანგარიშეთ რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და სამწუხაროდ, რამდენი დამძიმდეს", - თქვა მან.

მანვე მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ საახალწლო დღეებში დიდი თავყრილობებისგან.

საქართველოში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან გამკაცრდა. დიდ ქალაქებში დაიხურა მოლები და სავაჭრო ცენტრები, საქართველოში გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტი და რკინიგზა. შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4-დან 5 ათასის ნაცვლად 3-დან 4 ათასის ფარგლებში მერყეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG