Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ მეტ საავადმყოფოს დაურიგდა


15 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა ერთ დღე-ღამეში, იმ ფონზე, როცა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ასობით საავადმყოფომ გაუკეთა თავის მუშაკებს.

14 დეკემბერს აშშ-ის 50 შტატსა და დედაქალაქში საავადმყოფოებმა დაიწყეს ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზების მიღება. პრეპარატი აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის, BioNTech-ის მიერ არის შემუშავებული და მისი პარტია მიმდინარე კვირაში კიდევ ეგზავნება აშშ-ს, რომელიც ვაქცინაციის პროგრამას გააფართოებს.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა პირველი იყო, რომელიც გამოსაყენებლად დაამტკიცა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA), მეორე ვაქცინა ახლოსაა მწვანე შუქის ანთებისგან აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან. FDA აცხადებს, რომ მისი წინასწარი ანალიზი ადასტურებს Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას. გავრცელებული მოლოდინით, ამ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციით 17 დეკემბერს გამოვა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რის შემდეგაც FDA მისი გამოყენების ნებართვას გასცემს.

აშშ-ში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ახალმა, 24-საათიანმა რეკორდმა 248,000-ს გადააჭარბა, - იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 303,000-ზე მეტია.

მსოფლიოში ვირუსმა 1,6 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, აღრიცხულია ინფიცირების 73.4 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG