Accessibility links

logo-print logo-print

გამოძიება: ევროპაში ვაჭრობენ უიღურების მიერ სადავო პროგრამის ფარგლებში წარმოებული სამედიცინო საშუალებებით


ბანაკი ჩინეთის სინძიანის რეგიონში, რომელშიც სავარაუდოდ უიღურებისა და სხვა მუსლიმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან ინტერნირებული. 2019 წლის ფოტო.

ახალი გამოძიებით გამოვლინდა, რომ ევროპაში მინიმუმ ორი მსხვილი დისტრიბუტორი ვაჭრობს პირბადეებითა და სხვა დამცავი საშუალებებით, რომლებიც დასავლეთ ჩინეთის სინძიანის რეგიონშია დამზადებული ეთნიკური უიღურების მიერ. ჩინეთის ხელისუფლებას ბრალად სდებენ ათასობით უიღურისა და სხვა, ძირითადად მუსლიმი ადგილობრივი მაცხოვრებლების ქარხნებში განაწილებას „მუშახელის ტრანსფერის“ სადავო პროგრამის ფარგლებში, რომელიც, ექსპერტთა თქმით, იძულებით ხასიათს ატარებს და სამართალდარღვევების პირობებს ქმნის.

დამცავ სამედიცინო საშუალებებს ევროპის მინიმუმ ხუთი ქვეყნის მთავრობები და ჯანდაცვის უწყებები ყიდულობენ, მიუხედავად დასავლეთის კომპანიებისა და მთავრობებისადმი უფლებადამცველთა მოწოდებებისა, შეწყვიტონ უიღურების შრომით წარმოებული პროდუქტების შეძენა. ამას მოწმობს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის (OCCRP) და მისი პარტნიორების მიერ ჩატარებული გამოძიება, რომლის შედეგები 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„მუშახელის ტრანსფერის“ პროგრამა უიღურებს საშუალებას აძლევს, დატოვონ სინძიანი და სხვა პროვინციებში იმუშაონ ქარხნებში. მაგრამ უფლებადამცველთა თქმით, მათ ხშირად იძულებით აკეთებინებენ ამას.

პეკინი საერთაშორისო კრიტიკის ობიექტია სინძიანში გატარებული პოლიტიკის გამო, სადაც, როგორც ვარაუდობენ, მინიმუმ მილიონი უიღური და მოსახლეობის სხვა ძირძველი ჯგუფების წარმომადგენლები მოათავსეს რეგიონის ე.წ. „კონტრექსტრემიზმის ცენტრებში“.

ასევე, გაეროს თანახმად, მილიონობით ადამიანია ინტერნირებული ბანაკებში, რომლებიც, პეკინის თქმით, „საგანმანათლებლო ცენტრებია“ და ხალხს საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG