Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივლისამდე გაუხანგრძლივდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებაში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნების მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება, უფლებამოსილნი არიან, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე. მათ საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდათ განსაზღვრული.

განკარგულების თანახმად, მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეული უნდა იყოს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული შემდეგი ოპერატიული გარემოებებით:

ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ; გ) თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში; დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვისაც, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG