Accessibility links

logo-print logo-print

ეკა ბესელია ამნისტიის პროექტზე: 44 მუხლი უფრო სიმრავლისთვის არის, ბევრია, კარგად ჟღერს


ეკა ბესელია

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ამნისტიის მიმართ, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა დაგეგმილი ამნისტიის პროექტში მისი თქმით, ბევრი უმოქმედო მუხლია. რადიო თავისუფლების“ დილის საუბრებში“ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 44 მუხლი კარგად ჟღერს, ბევრია და უფრო სიმრავლისთვისაა მოტანილი. იგი ამბობს, რომ ამ მუხლებს შორის არის ისეთი მუხლებიც, რომლებიც 13 წლიანი საადვოკატო საქმიანობის განმავლობაში არასოდეს შეხვედრია:

„კარგია ის ნაწილი, რომელიც მათ შორის ჩემს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში იყო, ეს არის ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომელიც ჩავარდა და ამის შედეგად დარჩენილი ძალიან დიდი ხარვეზი რომლის შედეგადაც დღესაც ბევრი პატიმარი სასჯელს იხდის და აქედან არის რამდენიმე მუხლი ამოღებული. და დევს ამ კანონპროექტში, ეს ეხება 260-ე მუხლის, ანუ ნარკოტიკების მოხმარების შენახვის პირველ მეორე მესამე ნაწილებს, თუმცა ის არ ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობას იგივე მოხმარებისთვის, იმიტომ რომ დიდი ოდენობა მძიმედ ჟღერს, მაგრამ ზოგიერთ ნარკოტიკს უბრალოდ მცირე ოდენობა არა აქვს და მეათასედიც კი შეიძლება დიდი ოდენობა იყოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, დაზიანებული პოლიტიკური იმიჯის ფონზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამნისტიით ჰუმანური აქტი შემოეტანა, თუმცა ჰუმანურ აქტს სჭირდება შინაარსი, რისგანაც, ეკა ბესელიას თქმით, ეს აქტი დაცლილია, რადგან მას პოლიტიკური თანხმობა ვერ შემოაქვს:

„ეს თანხმობა ვერ შემოაქვს იმიტომ, რომ, მაგალითად რურუას საქმე, რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს, რბილად რომ ვთქვათ, იარაღის ტარებაა ხო? არ არის შესული ამ ამნისტიის პროექტში, არის შენახვა მაგალითად სანადირო თოფის. მაგრამ არ არის იარაღის ტარების პირველი ნაწილი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო შესული ამნისტიის პროექტში. არც ერთი საქმე, რომელიც სხვათაშორის არის ეხლა წარმოებაში და რომლებიც პოლიტიკური საქმეების სახელითაა ცნობილი, ამიტომ ვთქვი, რომ ეს პოლიტიკური თანხმობის საგანი ვერ იქნება, ეს ამოცანა არა აქვს და მაშინ თქვან პირდაპირ რომ არა აქვს. ჰუმანური აქტი ნებისმიერ შემთხვევაში არის, თუნდაც იმ 860 ადამიანის მიმართ, მაგრამ ბევრს დარჩება უკმაყოფილების განცდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველმა პარტიამ ამნისტიის კანონპროექტი 16 დეკემბერს დააანონსა. კანონპროექტით გათვალისწინებულია სასჯელისგან იმ პირთა განთავისუფლება, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG