Accessibility links

site logo site logo

პუტინი წლიურ პრესკონფერენციას მართავს აშშ-ზე კიბერთავდასხმის და ნავალნის მოწამვლის გარშემო ეჭვის ფონზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, 17 დეკემბერს მართავს პრესკონფერენციას, რომელიც ტრადიციულად, წლის ბოლოს მიმართება ხოლმე და რომლის ფონზე გავრცელებული იყო ეჭვი, რომ რუსეთი იდგა აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ მოწყობილი კიბერთავდასხმის უკან, და გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც წარმომადგენს ვარაუდს ალექსეი ნავალნის მოწამვლაში რუსეთის უშიშროების სამსახურის მონაწილეობის შესახებ.

პანდემიის გამოწელს წელს პუტინის პრეს-კონფერენცია გაიმართება ახალი ფორმატით. ეს იქნება ვიდეო-კონფერენცია პირდაპირი ეთერის ელემენტებით, რომლის დროსაც პუტინი რუსეთის მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხებს.

კრემლის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეს-კონფრენციის დროს პუტინი თავის რეზიდენციაში, ნოვო - ოგარიოვოში იქნება და იქიდან ექნება კავშირის მათთან, ვინც შეკითხვებს დასვამს.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან მოსკოვის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში. კრემლის ცნობით, აკრედიტაცია წელს მიიღო 774 ჟურნალისტმა, რაც ორნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე შარშან.

მოსკოვის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში ფედერალური და უცხოეთის მედიის 247 წარმომადგენელი იმუშავებს. რუსეთის მედიისთვის მოწყობილია ცენტრები რუსეთის კიდევ რვა ქალაქში.

რუსეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ შეკითხვები დასვან სხვადასხვა, როგორც ვიდეო, ისევე ტექსტური ფორმით.

პუტინის წლიური პრეს-კონფერენციის ფონზე რუსეთის მიმართ გავრცელდა ეჭვი, რომ ის იყო აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე კიბერთავდასხმის უკან. საგამოძიებო ჯგუფმა, რომელსაც Bellingcat-ი უდგას სათავეში, გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ვარაუდობს, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის, FSB-ს თანამშრომლებმა მოწამლეს რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი.

68 წლის ვლადიმირ პუტინი ორი ათეული წელია მართავს რუსეთს პრეზიდენტის, ან პრემიერის როლში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG