Accessibility links

site logo site logo

ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის დახურვას გააპროტესტებს


გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული, თავდაპირველად არსებული კითხვის ნიშნები, კვლავ ძალაში რჩება. "რომელი ათვლის წერტილიდანაც დაიწყეს იგივეს დაუბრუნდნენ", განაცხადა - "ფორმულასთან" საუბარში პროკურატურის დასკვნის კომენტირებისას გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

მისი სიტყვებით ძალაში რჩება ოჯახის მოთხოვნა საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.

„იგივე რჩება ჩემი მოთხოვნები, მუხლის გადაკვალიფიცირება, ეს არის ჯგუფური მკვლელობა მაღალჩინოსნების მიერ. ადვოკატთან ერთად გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედოთ. პანდემიის გამო არ გვეგონა, რომ დახურავდნენ და რადგან დახურეს ე.ი. თავი ქუდში ჰგონიათ, ვნახოთ, მოვილაპარაკებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მისი განმარტებით მიმართავენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას.

„6 თვის განმავლობაში არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორ ვვარაუდობდი თავიდანვე, დამთავრდა არჩევნები ესეც დამთავრდა და მოერგეს სკამებს, მაგრამ ამათ ავიწყდებათ ღვთის სასმჯავრო, ღმერთის კანონებიც არებობს ამათ კანონების გარდა. მკვლელობას არავის შეარჩენს და სისხლიანი ხელებით დიდხანს ვერ იქნებიან მთავრობაში. “, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის თანახმად, ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არავის ჩაუდენია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პროკურატურის ეს ვერსია მიუღებელია გარდაცვლილის ოჯახისთვის.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG