Accessibility links

logo-print logo-print

ზუგდიდის კლინიკიდან პაციენტის გადმოვარდნის საქმეზე გამოძიება დაიწყო


შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ 115 მუხლი) დაიწყო გამოძიება, ზუგდიდში 16 დეკემბერს გამთენიისას, კლინიკიდან პაციენტის გადმოვარდნის საქმეზე.

პაციენტი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულოდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, შუახანს გადაცილებული მამაკაცი მკურნალობას გადიოდა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში თავის ტვინის კეროვანი ტრავმის დიაგნოზით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და იგეგმებოდა გაწერა.

„მეორე დღეს იგეგმებოდა ბინაზე მისი გაწერა, თუმცა ღამის საათებში პაციენტი მოულოდნელად გადახტა მეოთხე სართულიდან და სამწუხაროდ ის ადგილზევე გარდაიცვალა, რის შემდეგადაც გადასვენებულ იქნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მკურნალობის პერიოდში პაციენტი იყო სტაბილური, დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

კითხვაზე იმყოფებოდა თუ არა პაციენტი პალატაში მარტო და დაცული იყო თუ არა პალატაში უსაფრთხოების ზომები, საავადმყოფოში განმარტავენ რომ, ამაზე პასუხის გაცემა უკვე გამოძიების კომპეტენციაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG