Accessibility links

logo-print logo-print

ილია მეორე: ჩვენ დღეს ვკითხულობთ, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა?


საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, 17 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა, ღმერთს სიმშვიდე და სიხარული სთხოვონ.

"პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. სწორედ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გონი ესე მოგვცეს, უფალმა დალოცოს თქვენი შვილები. ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ! ეძიებდით და ჰპოვოთ! დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენით განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში, სულში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას", - თქვა ილია მეორემ.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ბოლო პერიოდში ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა პატრიარქი საზოგადოებაში გამოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG