Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ შვედეთში ანგარიშით 0:10 წააგო


ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა შვედეთის „როზენგარდთან“ სტუმრად გამართულ საპასუხო შეხვედრაში ათი უპასუხო გოლი გაუშვა, ორი თამაშის ჯამში კი ანგარიშით 0:17 დამარცხდა.

„ლანჩხუთი“ პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელმაც უეფას უმთავრეს საკლუბო ტურნირზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG