Accessibility links

site logo site logo

ევროპის კავშირმა მოიწონა ბელარუსის მიმართ სანქციების მესამე პაკეტი


ევროპის კავშირმა 17 დეკემბერს მოიწონა ბელარუსის მიმართ სანქციების მესამე პაკეტი. მასში მოხვდა 29 ფიზიკური და 7 იურიდიული პირი.

სანქციების სიაში არიან პრემიერ-მინისტრი ანატოლი სივაკი, „ბელტელერადიოკომპანიის“ ხელმძღვანელი ივან ეისმანტი, რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე ნატალია კაჩანოვა, გენერალური პროკურორი ანდრეი შვედი, ბელარუსის ინფორმაციის მინისტრი იგორ ლუცკი. სანქციების სიაში მოხვდნენ ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან კავშირში მყოფი ბიზნესმენები. იურიდიული სტრუქტურებიდან სანქციების სიაში შეიყვანეს მთელი რიგი საწარმოები.

ადრე ევროპის კავშირმა გამოაცხადა ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და მოქალაქეთათვის მშვიდობიანი მსვლელობაში ხელის შეშლისთვის. იმ სიაში მოხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, „ომონის“ ხელმძღვანელი და სხვ.

მინსკსა და სხვა ქალაქებში აგვისტოდან გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. მისი მონაწილეები აპროტესტებენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას, რის შედეგადაც ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წელია მართავს ქვეყანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG