Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი ფიფამ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა


რობერტ ლევანდოვსკი
რობერტ ლევანდოვსკი

მიუნხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ფიფას ვერსიით, მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ტრადიციულ ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე „The Best”, რომელიც ამჯერად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა, წლის რჩეულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს. მამაკაცთა შორის, საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ლევანდოვსკიმ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის აჯობა.

ქალთა შორის, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების წევრ ლუსი ბრონზის ერგო.

მამაკაცთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელად „ლივერპულის“ გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი დასახელდა, ქალებში - დანიის ნაკრების ჰოლანდიელი დამრიგებელი სარინა ვიეგმანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG