Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკა „ვივამედის" თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს წარსულში ნასამართლევი ორი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა „ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომელს - 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის ნაწილი), 1995 წელს დაბადებული შ.ბ.-ს კი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი).

კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები 17 დეკემბერს შეიჭრნენ.

„ალბათ 3 ან მეტი ადამიანი იყო. ინვენტარი განადგურებულია - სკამები, შუშები, შემოსასვლელი კარები ჩალეწილია; რეგისტრატურის დაფები და ა.შ. და უმძიმესად დაჭრილია დაცვის თანამშრომელი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ჩხაიძემ, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG