Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესი მოისმენს ინფორმაციას სავარაუდო რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და სხვა სახელმწიფო სააგენტოები, რომლებიც სამთავრობო უწყებებზე სავარაუდო რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ მასშტაბურ კიბერთავდასხმას იძიებენ, 18 დეკემბერს კონგრესის წევრებს გააცნობენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას.

კონგრესში დაგეგმილი შეხვედრის ფონია ფედერალური ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მომეტებული განგაში ჰაკერული თავდასხმის გამო, რომლის სამიზნე აღმოჩნდა არაერთი უწყება და ორგანიზაცია, მათ შორის დაზარალებულთა სიაში სულ ბოლოს შევიდნენ საინტერნეტო გიგანტი „მაიკროსოფტი“ და აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო.

აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად 14 დეკემბერს დაადასტურა ფედერალურ უწყებებზე, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროსა და ტელეკომუნიკაციის სააგენტოზე მასშტაბური კიბერთავდასხმა. ჰაკერებმა გამოიყენეს ფედერალური უწყებების პროგრამული უზრუნველყოფის SolarWinds-ის ყალბი ვერსია.

სიტუაციის სერიოზულობიდან გამომდინარე, 16 დეკემბერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა რობერტ ო'ბრაიენმა შეწყვიტა ევროპაში თავისი ვიზიტი და დაბრუნდა ვაშინგტონში.

სააგენტო Reuters-ის და გამოცემების, The Washington Post-ისა და The New York Times-ის ინფორმაციით, ჰაკერებს კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან.

17 დეკემბერს გამართულ წლის ბოლო პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა უარყო რუსი ჰაკერების ჩარევის შესახებ გავრცელებული ბრალდებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG