Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია-მ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გამგეობის სხდომამ 17 დეკემბერს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია. ამის მიზეზი გახდა ის, რომ გამგეობის წევრთა ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პრესსამსახურის თანახმად, თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა. ესენი არიან: ვახუშტი მენაბდე, ნათია კაპანაძე, მიხეილ ჯახუა და გვანცა საკანელაშვილი. გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს მინიმუმ 11 ხმა ესაჭიროებოდა, რომელიც ვერც ერთმა ვერ დააგროვა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარეს გამგეობა 1 წლის ვადით ირჩევს. თითოეულ კანდიდატს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა 3 ვადით შეუძლია. საია-ს მოქმედი თავმჯდომარე სულხან სალაძე ორგანიზაციას უკვე სამი წელია ხელმძღვანელობს, შესაბამისად, პრესცენტრში განგვიმარტეს, რომ წესდების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას იგი ვეღარ მიიღებდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება გამგეობის მორიგი სხდომა, რომელზეც ახალი თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG